ლიკა მოშიაშვილი ,
სესიის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ აზრს თუ რა არის პროგრამირება. რატომ არსებობს პროგრამირების სხვადასხვა ენები და რა განსხვავებაა მათ შორის. განვიხილავთ სტატისტიკას თუ როგორ იცვლება ბოლო დროის განმავლობაში ენების პოპულარობა და რომელი ცნობილი საიტი რომელ ენაზეა დაწერილი. აგრეთვე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის კოდი და სახის შეცდომები შეიძლება დავუშვათ პროგრამის წერის დროს. სესიის მეორე ნაწილი დაეთმობა ალგორითმის მნიშნველობის განსხაზღვრას. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ალგორითმის ოპტიმალურობას. ყოველდღიური მაგალითების მეშვეობით გავიაზრებთ და მივხვდებით რა არის უმოკლესი ალგორითმი. ამოვხსნით რამდენიმე საინტერესო ამოცანას, განვიხილავთ ამოხსნის რამდენიმე ვარიანტს. მოვიფიქრებთ რომელია უმოკლესი ალგორითმი და ჩავწერთ მას ფსევდოკოდის სახით
თამუნა კეშელავა პროგრამისტი, ალდაგი
დამთავრებული აქვს თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტი (MACS). უნივერსიტეტში სწავლების დროს მიხვდა, რომ ძალიან მოსწონდა თავისი საქმე და პარალელურად დაიწყო მუშაობა კომპანია ალდაგში პროგრამისტის თანამდებობაზე, სადაც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. პარალელურად არის "GOGO CODE"-ის ინსტრუქტორი, რომელიც კომპანია "Jumpstart Georgia"-ს და ამერიკის საელჩოს საერთო პროექტია, რომელიც მოიცავს საზაფხულო ბანაკში ახალგაზრდა გოგონებისთვის პროგრამირების შესავლის სწავლას და მათი ინტერესის გაღრმავებას ინოვაციურ ტექნოლოგიებში
ბესო კაჭარავა ,
ექსპერიმენტორუმი ,
კესი კაციტაძე ,
მარიამ ქობულაძე ,
ტექნოლოგიური სიახლეები გავლენას ახდენს ყველა სფეროზე, მათ შორის - მედიასა და ჟურნალისტიკაზე. ახალ გამოწვევებთან ერთად, ტექნოლოგიური პროგრესი ჟურნლისტებს უამრავ ახალ შესაძლებლობასაც სთავაზობს. რა კეთდება ამ კუთხით საქართველოში და მსოფლიოში და რა უნდა იცოდნენ მომავლის ჟურნალისტებმა?
ნინო მაჭარაშვილი ,
ნინო მაჭარაშვილი ჟურნალისტია. მან პროფესია 7 წლის ასაკში აირჩია, თუმცა მაშინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ორი ათწლეულის შემდეგ მისი პროფესია ასეთი განსხვავებული იქნებოდა. ის ახლა "ჯამპსტარტ ჯორჯიაში" მონაცემთა ჟურნალისტად და პროექტების კოორდინატორად მუშაობს. ასევე, არის საერთაშორისო ორგანიზაცია Digital Communication Network-ის გამგეობის თამჯდომარე. ნინომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების დასრულების შემდეგ სწავლა ინგლისში განაგრძო და ვორვიკის უნივერსიტეტში გაიარა შემოქმედებითი და მედია წარმოების სამაგისტრო კურსი
ნინა ნუცუბიძე ,
ნანუკა გულუა ,
მარიშკა ჯავახაძე ,
სკოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტავრდა და შემდეგ სწავალა დიდ ბრიტანეთში განაგრძო ბიზნესს ადმინსტრაციის მიმართულებით, მაგრამ საბოლოს პროფესია შეიცვალა და საჯარო მართველობაში აიღო ბაკალავრის ხარისხი. ამჟამად მუშაობს მომსახურების სფეროში. ამასთან ერთად თამაშობს სერიალ „ ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარე მანტკავას როლს.
სალომე მოგიყვებათ თუ როგორ მოხვდა გუგლში და როგორი იყო იქ მუშაობა. მცდარია თუ არა სტერეოტიპები რაც არსებობს პროგრამირებისა და გუგლში მუშაობის შესახებ.
სალომე ვახტანგაძე პროგრამისტი,
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ მაგისტრატურა ნიუ იორკის უნივერსიტეტში გაიარა. 5 წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია Google-ში რამდენიმე პროექტზე. 2016 წლიდან ცხოვრობს თბილისში და კითხულობს ლექციებს თავისუფალ უნივერსიტეტში.